Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
16 იან 2024

წიგნს "ძირითადი უფლებები (კომენტარი)" პრეზენტაცია

2024 წლის 16 იანვარს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ქართველმა ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა ანა ფირცხალაშვილმა და ბესიკ ლოლაძემ წარადგინეს ახალი ინოვაციური წიგნი სახელწოდებით: ძირითადი უფლებები (კომენტარი), რომლის მომზადება და პრეზენტაცია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ დააფინანსა.

წიგნი შეიცავს ორ ძირითად ნაწილს. პირველი ნაწილი მოიცავს ადამიანის უფლებათა ფილოსოფიისა და დოქტრინის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე დასავლეთში.

მეორე ნაწილი განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვის ამჟამინდელ მდგომარეობას, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო სასამართლოების, როგორიცაა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო, აშშ-ის უზენაესი სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, გადაწყვეტილებებიდან. წიგნი ღირებული რესურსი იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ პრაქტიკოსი იურისტებისთვისაც.

წიგნის პრეზენტაციას დაახლოებით 100 ადამიანი დაესწრო, მათ შორის პროფესორები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადვოკატები და მოსამართლეები.

ავტორებმა მიმოიხილეს წიგნის შექმნის პროცესი და მისი შინაარსი. სეუ-ს იურიდიული სკოლის დეკანმა, თეა ჯუღელმა, მისასალმებელ სიტყვაში შეაქო ავტორების ძალისხმევა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას შეაფასა ავტორების შემოქმედება და ხაზი გაუსვა განათლებისა და უნივერსიტეტების როლს ქვეყნის დემოკრატიული სამართლებრივი სისტემების ჩამოყალიბებაში, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ მადლობა გადაუხადა ავტორებსა და პროექტის სხვა წევრებს წიგნის შექმნისთვის და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ყოვლისმომცველი და ამომწურავი რესურსი ქართულ ენაზე ადამიანის უფლებების შესახებ.

ის ფაქტი, რომ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ წიგნის ასლის მოსაპოვებლად ხალხის გრძელი რიგი დადგა, ცხადყოფს, რომ ქართულენოვან საგანმანათლებლო რესურსებზე დიდი მოთხოვნაა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები